“ისლამურმა სახელმწიფომ” გამოაცხადა, რომ რომის პაპი მათი ნომერ პირველი მტერია

“ისლამურმა სახელმწიფომ” რომის პაპ ფრანცისკს “უწმინდური” უწოდა და განაცხადა, რომ ის გაერთიანების ნომერ პირველი მტერია – ამის შესახებ ექსტრემისტების ჟურნალ Dabiq-ში წერია, რომელსაც დღეს Daily Express-ი ავრცელებს.
“ჩვენ შენ ვერ გიტანთ, იმიტომ, რომ შენ ალაჰის არ გწამს, ვერ გიტანთ იმიტომ, რომ შენი ლიბერალური საზოგადოება ისე ცხოვრობს, როგორც ალაჰს სძულს” – ასეთია რადიკალი ისლამისტების მიმართვიდან ამონარიდი. ბოევიკები პაპა ფრანცისკს კონკრეტულად ლგბტ-თემის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს.
ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ადრე “ისლამურმა სახელმწიფომ” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ვატიკანსა და რომის პაპზე თავდასხმის კონკრეტულ გეგმებზე იყო საუბარი.
ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაპს არ ეშინია ექსტრემისტების მუქარის.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) აზერბაიჯანელის სასტიკი მკვლელობა ვიდეომ დააფიქსირა
შემდეგი სტატიაუკანასკნელი 55 წლის მანძილზე კუბაში აშშ-ს თვითმფრინავი პირველად დაჯდა