ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ ბოევიკებს უფლება დართო ტყვეებს ორგანოები ამოაჭრან, თუკი ეს მუსლიმის სიცოცხლეს დაეხმარება – ინფორმაციას “როიტერსი” აქვეყნებს. შესაბამისი ინფორმაცია ამერიკის სპეცსამსახურებს ჩაუვარდათ ხელში.
“ურწმუნოს სიცოცხლისადმი ან მისი ორგანოსადმი არ არის საჭირო პატივისცემას განიცდიდე” – ნათქვამია ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოცემულ შესაბამის ფეტვში – “დაშვებულია ორგანოების ამოღება-ამოცლა, თუნდაც ამის შემდეგ დაზარალებული დაიღუპოს”.
“ურწმუნოს სხეულიდან მოგების ნახვის” ერთ-ერთ შესაძლო შემთხვევად ისლამური სახელმწიფოს ხელმძღვანელობა მსხვერპლის შეჭმას ასახელებს.
ჯიჰადისტური ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო მოქმედებს სირიის, ლიბიის და ერაყის ტერიტორიებზე.
2014 წლის აგვისტოდან კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, მათ წინააღმდეგ ავიადარტყმებს ახორციელებს.