ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია

siria-dabombvaროგორც Defense News-მა წერს, აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა დებორა ლი ჯეიმსმა დუბაის ავიასალონზე ჟურნალსიტებს განუცხადა, რომ საჰაერო კამპანიამ ტერორისტული დაჯგუფების – ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გარკვეული პროგრესული შედეგები მოიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
ადრე პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა საკითხი დააყენა სირიაში დამატებითი სამხედროების გაგზავნის თაობაზე, წერს გამოცემა.
„სამხედრო-საჰაერო ძალებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, მათ შეუძლიათ ბევრის გაკეთება, მაგრამ არა ყველაფრის“ – თქვა მინისტრმა დებორა ლი ჯეიმსმა.
„საბოლოოდ, მათ არ შეუძლიათ ტერიტორიის ოკუპირება, და რაც მთავარია, მათ არ შეუძლიათ ტერიტორიის მართვა“ – აღნიშნა სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა.
მისი აზრით, ზუსტად ამიტომ, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძლაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია აშშ სახმელეთო ძალები.
ადრე თეთრმა სახლმა გააკეთა განცხადება სირიაში 50 სპეცნაზელის, როგორც მრჩევლების, გაგზავნაზე.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო რუსთავი 2-ზე სარჩელის განხილვას ხვალ განაახლებს
შემდეგი სტატიაინჟერლიკში ამერიკის დამრტყმელი ავიაცია ჩაფრინდა