“ისლამური სახელმწიფოს” ქილერი: “100-ზე მეტი ადამიანი მოვკალი და ამას არ ვნანობ”

სირიაში უკვე 7 წელზე მეტია სამოქალაქო ომი მიდის. პრეზიდენტ ასადის მთავრობა ერთდროულად “ისლამურ სახელწმიფოსაც” ებრძვის და ამბოხებულებსაც. ქალაქი რაკა კონფლიქტის მთავარი ადგილი იყო. ეს ისტორია იმაზეა, ერთი მშვიდობიანი აქტივისტი როგორ მოხვდა ომის სისასტიკეების ცენტრში და შემდეგ თვითონ როგორ გახდა მკვლელი.
ყუდარღება! ტექსტში წამების ნატურალისტული აღწერაა. სახელები შეცვლილია ან გამოყენებული არ არის.
ხალედი უცებ არ გამხდარა მკვლელი.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 6 მამაკაცს უბრძანეს ალეპოს აეროპორტში მისულიყვნენ, სადაც ფრანგ ისნტრუქტორს უნდა ესწავლებინა იარაღის გამოყენება – პისტოლეტიდან და სნაიპერის შაშხანიდან სროლა და ადამიანების მოკვლა.  ის ასწავლიდა მეთოდურად, ტყვეებსაც მსხვერპლის სახით იყვანდნენ. “ჩვენი სამიზნეები იყვნენ ასადის არმიის ჯარისკაცები, ისინი მათ ისეთ ადგილას აყენებდნენ, რომ მათი მოკვლა სნაიპერს შეძლებოდა, ან ისინი უშვებდნენ პატიმრებს და ჩვენი დავალება იყო ერთის მოკვლა, სხვებს არ უნდა შევხებოდით” – ხალედი ამბობს.
“მკვლელობების უმეტესობა მოტოციკლეტებიდან ხდებოდა. თქვენ გჭირდებოდათ, რომ მოტოციკლი ვინმეს წაეყვანა, თვითონ უკან იჯექი. თქვენ უახლოვდებით მსხვერპლის მანქანას – შემდეგ ისვრით”.
ხალედი სწავლობდა როგორ უნდა ეთვალთვალათ ადამიანებისთვის, როგორ მისულიყვნენ მიზნამდე, რომელსაც ვერ მიუახლოვდებოდა, როგორ გაეტყუებინა გამცილებელი მანქანები, რომ სხვა მკვლელს მისია შეესრულებინა.
ეს იყო სისხლიანი, არაადამიანური წვრთნები. მაგრამ 2013 წლის შუა, მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ რაკა დატოვა, ის ძალიან დაეხმარა “ახრარ აშ-შამის” დაჯგუფებას, რომელიც ქალაქზე კონტროლის დამყარებას აპირებდა.
ხალედი ჯგუფის ერთ-ერთი მეთაური იყო, რომელიც რაკას უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. ის ამბობს, რომ 2011 წელს, როცა სირიის რევოლუცია ჯერაც იწყებოდა, ის სამოქალაქო პირი იყო, “ცოტათი რელიგიურიც, მაგრამ დიდად არა, თუმცა… რევოლუცია… ეს უცნაური გრძნობა იყო, თავისუფლების, რომელიც რეჟიმის შიშთან არის არეული” – ამბობს ის და იხსენებს იმ დღეს, როცა შეუერთდა ანტისამთავრობო პროტესტებს.
“ვგრძნობდით, რომ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება, თავისუფლებას მოუტანს და ასადის მაგივრად სხვის არჩევის საშუალებას მოგვცემს. ჯგუფი ვიყავით, 25-30 ადამიანისგან შემდგარი”. ხალედი ირწმუნება, რომ პირველ საპროტესტო აქციაზე არავინ ფიქრობდა იარაღის მიტანას – “ჩვენ ამის სითამამე არ გვქონია”, თუმცა, უშიშროების სამსახურები მაინც აპატიმრებდნენ და ცემდნენ ხალხს. ერთხელ კი, თვითონ ხალედიც დააკავეს. “მათ სახლიდან წამიყვანეს კრიმინალურ დეპარტამენტში, შემდეგ სხვა დეპარტამენტში – პოლიტიკური უსაფრთხოების, სახელმწიფო უსაფრთხოების, შემდეგ ციხეში, სადაც ერთი თვე ვიყავი. ამ დროისთვის ვერ დავდიოდი, ზურგში ტკივილის გამო ვერ ვიძინებდი”  – ყვება ხალედი.
მისი თქმით, კრიმინალურ დეპარტამენტში ყველაზე სასტიკი დაცვის წევრი იყო, რომელიც მას აიძულებდა მუხლებზე დამდგარიყო პრეზიდენტ ასადის პორტრეტის წინ და გაემეორებინა: “შენი ღმერთი მოკვდება, მაგრამ არა ის. ღმერთი მოკვდება, მაგრამ არა ასადი”. “ის ყოველ მეორე დღეს მოდიოდა, ჭერზე ჯაჭვით მკიდებდა, მაიძულებდა გახდილი ვყოფილიყავი, შემდეგ “მფრინავ ხალიჩასთან” (“ისლამური სახელმწიფოსთვის” წამების იარაღის სახელი) მივყავდი და ზურგში მათრახით მცემდა. თან მეუბნებოდა: ვერ გიტან. ვერ გიტან, მინდა მოკვდე, მინდა რომ მოკვდე და იმედი მაქვს რომ ჩემს ხელში მოკვდები”.
“ციხიდან პარალიზებული გამოვედი და როცა ცენტრალურ ციხეში გადამიყვანეს, პატიმრები ჩემს დანახვაზე ტიროდნენ – ვერ დავდიოდი. გადავწყვიტე, თუკი ღმერთი გადამარჩენდა, ჩემს მწამებელ ბადრაგს მოვკლავდი, სადაც არ უნდა ყოფილიყო. დამასკოშიც რომ წასულიყო”. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხალედმა ხელში იარაღი აიღო, რომ მთავრობის წინააღმდეგ ებრძოლა. ის ამბობს, რომ სირიის არმიის მე-17 დივიზიის 35 ჯარისკაცს დეზერტირობაში დაეხმარა, ზოგიერთები კი გაიტაცა, მათი ტანსაცმელი კი გაყიდა, რომ იარაღისთვის ფული ეშოვა. ის აღიარებს, რომ დამხმარედ ზოგჯერ ლამაზ ქალებს იყვანდა, რომ მათ ეცთუნებინათ “ბობოლები”, ის ტყვეებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა, მაგრამ აიძულებდა ვიდეო ჩაეწერათ, სადაც ასადის რეჟიმს აგინებდნენ, რომ ისევ მთავრობაში დაბრუნება ვერ შეძლებოდათ. თავისი პირველი მძევლისთვის მან გამოსასყიდად 15 ავტომატი კალაშნიკოვი მოითხოვა, ან ღირებულების შესაბამისი თანხა. გაშვების სიკეთე ყველამ მიიღო ერთის გარდა – იმ ბადრაგის, ციხეში რომ აწამებდა.
“მასზე შევაგროვე ინფორმაცია იმ ხალხისგან, რომლებიც კრიმინალურ დეპარტამენტში მუშაობდნენ, კარგა ხანი ვეძებდი. ვუთვალთვალებდით და პირდაპირ თავის სახლთან ავიყვანეთ. რაღაც მითხრა, რაც მოგვიანებით გავახსენე. ციხეში მეუბნებოდა – თუკი ციხეს დატოვებ ცოცხალი და შეძლებ რომ დამიჭირო, არ დამინდო” – მეც ასე მოვიქეცი. ცენტრალური ციხის გვერდით მდებარე ფერმაში წავიყვანე, ხელები ხორცის საჭრელი დანით მოვაჭერი. ენა ამოვაჭერი და მაკრატლით დავსერე. მაგრამ ეს ცოტა იყო ჩემთვის” – ამბობს ხალედი. “მოვკალი, როცა თვითონ მთხოვა მომკალიო. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვაწამე, არ მიგრძვნია თავი დამნაშავედ. პირიქით: ხელახლა რომ გაცოცხლებულიყო, იგივეს ვუზამდი”
ხალედმა რევოლუციის იმედი დაკარგა. ის უკვე ყოველდღე იმისთვის იბრძოდა, რომ თავი გადაერჩინა, მალე კი ის “ისლამურ სახელმწიფოში” კილერი გახდა. “მეგობრობა თუ გამყიდველობა, სწორი პოლიტიკური ტაქტიკისა და ბალანსის უქონლობა ბევრ სირიელს იძულებულს ხდიდა ერთი დაჯგუფებიდან მეორეში გადასულიყო” და დატოვა “ახრარ აშ-შამი” ხადელმა, დაჯგუფება, სადაც ისწავლა მოკვლა და შეუერთდა “ფრონტუ ან-ნუსრას”, რომელიც მაშინ სირიული “ალ-ქაიდა” იყო.
2014 წელს “ისლამური სახელწმიფოს” ბოევიკებმა ქალაქი რაკა დაიკავეს და “ხალიფატის” დედაქალაქად გამოაცხადეს. ბოევიკები ადგილობრივებს აშინებდნენ თავის მოჭრით, წამებით და ძელზე გაკვრით. “ისლამურ სახელწმიფოს” შეეძლო სხვისი საკუთრება წაეღო, მოეკლა ან ციხეში გაეგზავნა ყველა, ვინც მოუნდებოდა” – ხალედი ამბობს. “თუკი თქვენ იტყვით “ო, მუჰამედი”, შეიძლება მათ მოგკლან. ფოტოგადაღება, მობილური ტელეფონების გამოყენება – ეს ყველაფერი ისჯებოდა, მოწევისთვის ციხეში მიყავდით. ყველაფერს აკეთებდნენ – კლავდნენ, იპარავდნენ, აუპატიურებდნენ. უდანაშაულო ქალს ღალატში დაადანაშაულებდნენ, შემდეგ ქვებით ჩაქოლავდნენ შვილების თვალწინ. მე ქათმის მოკვლაც არ შემიძლია საკუთარ შვილებთან”.
ჯიხადისტები ამბოხებულების ლიდერებს ფულს უხდიდნენ გადასაბირებლად. ხალედს შესთავაზეს “უშიშროების შეფის” თანამდებოდა და “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ჩააბარეს. მას ესმოდა, რომ უარის თქმის შემთხვევაში, მოკლავდნენ, ამიტომ წავიდა საშინელ შინაგან კომპრომისზე.
“წინადადება მივიღე, მაგრამ ან-ნუსრას” მეთაურის აბუ ალ-აბასის თანხმობით და ორმაგი აგენტი გავხდი. “ისლამურ სახელწმიფოს” მეგობრულად ვუღიმოდი, მაგრამ შემეძლო ჩუმად გამეტაცა, ან დაკითხვა მომეწყო, შემდეგ კი მომეკლა. პირველად “ისლამური სახელწმიფოს” საწვრთნელი ბანაკის მეთაური გავიტაცე. “ისლამურ სახელწიფოს” ვეუბნებოდი ყველაფერს, რასაც აბუ ალ-აბასი მეუბნებოდა, ინფორმაციის ნაწილი მართალი იყო, რომ მათი ნდობა დამემსახურებინა. ამავე დროს, მე მათ საიდუმლოებებს ვიგებდი.
“ფრონტ ან-ნუსრს” ჰქონდა “ისლამური სახელწმიფოს” თვალთვალის მოტივები. 2013 წელს მათ უარი უთხრეს “ისლამური სახელწმიფოს” ლიდერს აბუ ბაქარ ალ-ბაღდადს გაერთიანებაზე.
ხალედის გადაწყვეტილება თვითმკვლელობის ტოლი იყო, თუმცა, ის კი არა, სხვები სხვები კვდებოდნენ. ის ამბობს, რომ 16 ადამიანი მოკლა “ისლამური სახელწმიფოს” ბრძანებით, ისინი საკუთარ სახლებში ჩაცხრილა.
ბოევიკი ირწმუნება, რომ ისინი საკუთარ რელიგიას ფულზე ყიდდნენ. ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ღვთისმსახური ალ-ბაბა. “კარებზე დავაკაკუნე, მან გამიღო. მე მაშინათვე შიგნით შევედი და სახეში დავუმიზნე რევოლვერი. მისმა ცოლმა კივილი დაიწყო. მან იცოდა, რომ მოსაკლავად მოვედი. სანამ რამეს ვკითხავდი, თვითონ დამასწრო და მკითხა: “რა გინდა, იარაღი? ფული? აი, აიღე რამდენიც გინდა.” მე ვუთხარი, რომ ფული არ მჭირდებოდა და მისი ცოლი მეორე ოთახში ჩავკეტე. შემდეგ ისევ მითხრა: წაიღე ჩემი ფული, თუ გინდა, წაიყვანე ჩემი ცოლი, შეგიძლია ჩემს თვალწინ დაწვე მასთან, მაგრამ არ მომკლა”. ამ სიტყვების შემდეგ, უფრო ადვილად მოვკალი.
“ისლამური სახელწმიფოს” ემირებს რაკაში სიაალეები უყვარდათ და ხშირად კლავდნენ მათ, ვისი მოსყიდვაც შეეძლოთ. ზოგჯერ, ისინი მათ სიკვდილში აშშ-ს კოალიციის თვითმფრინავებს ადამაშაულებდნენ, ზოგჯერ, სულერთი იყო. “ისლამურ სახელწმიფოში” მისვლიდან ერთ თვეში ხადელი მიხვდა, რომ მალე მისი ჯერიც დადგებოდა. “რასაც მე იქ ვაკეთებდი, დანაშაული არ არის. როცა ხედავთ, რომ ვიღაცა იარაღით გემუქრებათ, რომ მოკლავს თქვენს ძმას, მამას, ნათესავებს, ვერ იქნებით მშვიდად და არ არსეობს ძალა, რომელიც შეგაჩერებთ. ის, რასაც ვაკეთებდი, თვითდაცვა იყო”  – ამბობს ხადელი.
“ისლამურ სახელწმიფოსთან” ბრძოლაში ასამდე ადამიანი მოვკალი, და ამას არ ვნანობ, იმიტომ, რომ ღმერთმა იცის, რომ არასდრო მომიკლავს მშვიდობიანი მოქალაქე და უდანაშაულო ადამიანი. როცა სარკეში ვიყურები, იქ პრინცს ვხედავ. და ღამე კარგად მძინავს, იმიტომ, რომ ყველა, ვისი სიკვდილიც მათ მიბრძანეს, სიკვდილს იმსახურებდნენ. როცა სირია დავტოვე, ისევ სამოქალაქო პირი გავხდი. ახალ როცა ვიღაცა მეუხეშება, ვპასუხობ: “როგორც თქვენ გენებოთ”.

სტატია გამოქვეყნდა “ბიბისი”-ზე

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს საქართველოში( ვიდეო)
შემდეგი სტატიასანკტ-პერეტბურგში აქციის 229 მონაწილე დააკავეს