“ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვანი ვებ-გვერდები დაბლოკილია

“ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვან ვებ-გვერდებზე რამდენიმე საათია შესვლა შეუძლებელია.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, “ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვანი ვებ-გვერდების დაბლოკვა გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნულ ვებ-გვერდებზე “ისლმური სახელმწიფოს” ქართველი მებრძოლები ვიდეომიმართვებსა და სხვადასხვა სახის ინფორმაციას ავრცელებდნენ. ერთ-ერთი ბოლო მიმართვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ქართველი ხალხისადმი იყო.

banner
წინა სტატიაშიშოიგუმ პუტინს სუ-24-ის პილოტის გადარჩენის შესახებ მოახსენა
შემდეგი სტატიაშიდსი მომაკვდინებელი დაავადებების სიაში აღარ არის