“ისლამური სახელმწიფოს” მთავარი პროპაგანდისტი დაიღუპა

5სააგენტო Amaq-ი, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოსთან” მოაზრება, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების პრეს-მდივანი აბუ მოჰამედ ალ-ადნანი სირიის ალეპოში მოკლეს.
პენტაგონის ინფორმაციით, ამერიკული არმიის ერთ-ერთი დაბომბვების მიზანი ქალაქ ელ-ბაბში, რომელიც ალეპოს ჩრდილოეთით მდებარეობს, ნამდვილად იყო დაჯგუფების პრეს-მდივნის განადგურება, თუმცა, მის სიკვდილს ისინი, ამ ეტაპზე, ვერ ადასტურებენ – “ასოშეითედ პრესი” წერს.
ალ-ადნანი ჯიჰადისტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის დაჯგუფების პრეს-მდივანია 2011 წლიდან. ადნანი ხშირად გამოდიოდა ვიდეო-მიმართვებით, სადაც მომხრეებს დამოუკიდებელი ტერაქტებისკენ მოუწოდებდა.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლომ მერიის გადაწყვეტილება კარვებთან დაკავშირებით უკანონოდ ცნო
შემდეგი სტატიამოსკოველმა ტურისტებმა საკუთარი მეგობრი მთებში მიატოვეს რომ თვითმფრინავზე არ დაგვიანებოდათ