“ისლამური სახელმწიფოს” მორიგი მუქარა – ტერორისტები ტერაქტების მოწყობას ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას გეგმავენ

ისლამური სახელმწიფოს მორიგი მუქარა. ტერორისტები მასშტაბური ტერაქტების მოწყობას ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროს გეგმავენ, რომელიც რიო დე ჟანეიროში 2016 წლის აგვისტოში გაიმართება.

ბრაზილიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა მუქარის ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც პარიზის ტერაქტების შემდეგ სოციალური ქსელში საფრანგეთის მოქალაქემ მაქსიმ ოშარმა გაავრცელა. ისლამური სახელმწიფოს წევრმა დაწერა, რომ დაჯგუფების მორიგი სამიზნე სამხრეთ-ამერიკის ქვეყნები და იქ დაგეგმილი ღონისძიებებია.

ბრაზილიის ხელისუფლებამ ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების მიზნით შეიარაღებული ძალების ბაზაზე სპეციალური ანტიტერორისტული ცენტრი ჩამოაყალიბა. ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროს უსაფრთხოებას 85 ათასი ძალოვანი დაიცავს.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოში საბავშვო ბაღებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ”ქართული ოცნების” საარჩევნო სია, რომელიც გავრცელდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული