„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ყოფილი ცოლი ეგვიპტეში გადასვლას ცდილობდა

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ყოფილი ცოლი ეგვიპტეში გადასვლას ცდილობდასაჯა ად-დულაიმმა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ყოფილი ცოლია, განაცხადა, რომ ევროპაში შვილთან ერთად უნდოდა გადასვლა – ამის შესახებ მან შვედურ ტელეკომპანია Expressen TV-ს მოუყვა, რომლის ნაწყვეტიც „სიენენმა“ გამოაქვეყნა.
„მინდა ვიცხოვრო ერთ-ერთ ევროპულ და არა არაბულ ქვეყანაში. თუკი დედა აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის ცოლი იყო, ამით შვილმა დააშავა რამე?“ – ამბობს 28 წლის ად-დულაიმი.
ქალმა აღნიშნა, რომ მას არ სიამოვნებს ის, რომ ყველასთვის ის ტერორისტების ლიდერის ყოფილი ცოლია. „რაშია ჩემი დანაშაული, თუკი მისი ცოლი ვიყავი 2008 წელს? ჩვენ გაცილებულები ვართ. მე წამოვედი მისგან და არა პირიქით“ – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არაფერი აქვს საერთო ტერორიზმთან.
ამავე ინტერვიუში, ის ალ-ბაღდადზე ყვება და ამბობს, რომ ადრე ის „ოჯახის ნორმალური კაცი იყო“ და მისთვის წარმოუდგენელია როგორ შეძლო მან ერთ-ერთი უმსხვილესი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერობა.
ად-დულეიმი ალ-ბაღდადის ცოლი 3 თვე იყო მხოლოდ, თუმცა ის ტერორისტის ერთ-ერთი ცნობილი ცოლია. ჯიჰადისტებზე საკუთარი გავლენის გამო მას „ხალიფესსა“ შეარქვეს. ის სახის დაუფარავად, სახალხოდ მოუწოდებდა მსოფლიოს ქალებს შეერთებოდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“ და მათ ღირსეულ ქმრებს და ცხოვრებას პირდებოდა.
2014 წლის დეკემბერში ის ლიბიის პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე დაიჭირა, თუმცა სხვა ისლამისტებთან ერთად ერთ წელში გაანთავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიკიევი მზად არის რუსული გაზი საბაზრო ფასებში იყიდოს
შემდეგი სტატიაობამამ და ერდოღანმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის დეტალები განიხილეს