“ისლამური სახელმწიფოს” განცხადებით “ომის მინისტრი” ომარ ალ- შიშანი მოკლულია

Tarkhan-batirashviliაბუ ომარ ალ-შიშანი, რომელსაც პენტაგონი “ისლამური სახელმწიფოს” “ომის მინისტრს” უწოდებს, ერაყის ქალაქ შირქათში მოკლეს, მოსულის სამხრეთით.
პენტაგონმა მარტში გაავრცელა, რომ შიშანი სირიაში აშშ-ს საჰაერო დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ მაშინ ტერორისტებს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. დღეს შიშანის სიკვდილის შესახებ განცხადება საინფორმაციო სააგენტო Amaq-მა გაავრცელა, რომელსაც “ისლამური სახელმწიფო” რეგულარულად იყენებს.

პენტაგონი ამბობს, რომ Amaq-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ აბუ ომარ ალ-შიშანი საქართველოს მოქალაქე ომარ ბათირაშვილია.
ის საქართველოში, პანკისში გაიზარდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ბათირაშვილი საქართველოს არმიაში მსახურობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ის რუსული სატანკო ბრიგადების კოორდინატებს აწვდიდა ქართულ არმიას.
ორი წლის შემდეგ ბათირაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში ტუპერკულოზის დიაგნოზით მოხვდა და შესაბამისად, სამხედრო საქმეს ჩამოშორდა ავადმყოფობის პერიოდში. შემდეგ ის რუსეთში მყოფ ისლამისტებს შეეკრა. 2010 წელს მეომარი იარაღის უკანონო ტარების გამო ციხეში იჯდა. 2012 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბათირაშვილმა საქართველო დატოვა, სტამბულში წავიდა, იქიდან კი სირიაში.

ბათირაშვილმა რადიკალური ისლამისტების მხარეს დაიწყო ბრძოლა. 2015 წელს ის “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი გახდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მასზე ჯილდო 20 მილიონი დოლარი დააწესა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მედიამ თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გაავრცელა.

წყარო

banner
წინა სტატიაშიგალის ექს-ხელმძღვანელის საქმე სასამართლოს გადაეცა
შემდეგი სტატია(video) ძლიერი ჭექა-ქუხილი მოსკოვში