“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა მოსულთან 300 ყოფილი პოლიციელი დახვრიტეს

ერაყში, ქალაქ მოსულში უკანდახევამდე, ტერორისტებმა “ისლამური სახელწმიფოდან” , დაახლოებით 300 ყოფილი ერაყელი პოლიციელი დახვრიტეს – Human Rights Watch-ი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
გარდაცვლილთა ცხედრები საერთო სასაფლაოზე იოპვეს. Human Rights Watch-ის მონაცემებით, დახვრეტილებს ხელები და ფეხები შეკრული აქვთ, რამდენიმეს კი თავი აქვს მოჭრილი. სავარაუდოდ, მათი დახოცვა რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდებოდა.

მსგავსი საფლავი იქნა აღმოჩენილი 9 ნოემბერსაც. ერაყელმა სამხედროებმა ადგილობრივების მასობრივად დასაფლავების ადგილი იპოვეს. ორმოში დაახლოებით 100-მდე უთავო ცხედარი იყო.

banner
წინა სტატიაშითურქმა სამხედროებმა გერმანიას თავშესაფარი სთხოვეს
შემდეგი სტატიასააკაშვილის თქმით, პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს