ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა მოსულში 800-ზე მეტი ქალი დახოცეს

676ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა 2014 წელს მოსულის დაკავების შემდეგ ქალაქში 800-ზე მეტი ქალი დახოცეს – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ერაყის პოლიციის გენერალმა ზანუნა ალ-საბავმა განაცხადა, რომ ქალების უმეტესობა შარიათის კანონების მიხედვით დაიხვრიტა, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ დაადგინა.
გარდა ამისა, ტერორისტებმა ადგილობრივი ორგანოების ქალი-კანდიდატები, სახელმწიფო მოსამსახურეები, ადვოკატები, ნოტარიუსები და თმის სტილისტები დახვრიტეს.
სტატისტიკის შედგენისას გამოყენებულ იქნა მოსულის სასამართლო მედიცინის შარიათის ცენტრი, სადაც გადმოჰქონდათ დახოცილების გვამები.

ერაყის პრემიერმა ჰაიდარ ალ-აბადმა პირობა დადო, რომ მოსულს გაანთავისუფლებს მას შემდეგ, რაც ქალაქ ერ-რამადში დასრულდება ოპერაცია.
ისლამური სახელმწიფოს ბოევკებმა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი 2014 წლის 10 ივნისს დაიკავეს

banner
წინა სტატიაშირეპორტიორები საზღვრებს მიღმა: ჟურნალისტები სულ უფრო მეტად კვდებიან
შემდეგი სტატიათეირანში საუდის არაბეთის საელჩოს თავს დაესხნენ