“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები ელ-ფალუჯის მცხოვრებლებს ცოცხალ ფარად იყენებენ

4ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” ერაყში ქალაქ ელ-ფალუჯაში ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს – CBS News-ი ავრცელებს. ისლამისტები მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის ცენტრში ერეკება იმის იმედად, რომ, სამთავრობო ჯარები და მათი მოკავშირეები ქალაქზე შეტევას ვერ გაბედავენ. ბოევიკებმა დაბლოკეს ქალაქში შესასვლელი ყველა გზა. ნორვეგიის ლტოლვილთა საქმეების საბჭოს მონაცემებით მხოლოდ 17 ოჯახმა შეძლო ქალაქიდან გაპარვა.
გუშინ “თაიმერი” “ბიბისიზე” დაყრდნობით წერდა, რომ ქალაქში სიკვდილის ბრიგადები დადიან, რომლებიც ადგილზე კლავენ ყველას, ვინც ქალაქიდან გაპარვას გადაწყვეტს. ჯიჰადისტებმა ასეთ ზომებს მას შემდეგ მიმართეს, რაც ერაყის მთავრობამ ქალაქზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ განაცხადა

banner
წინა სტატიაშიიტალიის კიდევ ერთი მხარე განიხილავს ყირიმის დამოუკიდებლობის აღიარებას
შემდეგი სტატია26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს