,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკად ქცეული ევროპის ჩემპიონი მოკლეს

14483867_649098758583648_38518807_nაზერბაიჯანის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე გზის პრიზიორი, ჩამსულვარა ჩამსულვარაევი, ერაყში ქალაქ მოსულში განხორციელებული დაბომბვის დროს დაიღუპა…
აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი წევრი (2007-2011 წწ.) ჩამსულვარაევი, რომელიც დაღესტანური წარმოშობისაა და მახაჩკალაში იყო გაზრდილი, ერაყში ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრი გახდა და მის რიგებში ,,ალ-ბარა,,-ს მეტსახელით იბრძოდა.
აზერბაიჯანული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს, მასთან ერთად ავტომობილში მჯდომი კიდევ 5 ბოევიკი დაიღუპა, მათ შორის იყო კიდევ ერთი დაღესტანელი მუჰამედ ახმედოვი – მეტსახელად ,,აბუ ზეიდი,,

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი: ჩვენ რუსეთთან თანამშრომლობის გაწყვეტის ზღვარზე ვართ
შემდეგი სტატიაბრაზილიის ციხიდან 200 პატიმარი გაიქცა