ისლამური სახელმწიფოები ახალ სამხედრო კოალიციას ქმნიან…

ტელეკომპანია ,,ალ-არაბიას,, ცნობით, ისლამური სახელმწოფოები ახალ ანტიტერორისტულ სამხედრო კოალიციას ქმნიან…

გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოები არაბეთის გაერთიანებული საემიროების მეთაურობით, ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით ახალ სამხედრო კოალიციას ქმნიან… კოალიციაში არაბეთის გაერთიანებული საემიროების გარდა თურქეთი, იორდანია, ყატარი, ექვიპტე, პაკისტანი, მალაიზია და კიდევ 27 ქვეყანა იქნება აზიიდან და აფრიკიდან… ჯამში 34 ქვეყანა. დასახელებულ კოალიციაში, გარკვეული მიზეზების გამო არ იქნება ირანი და სირია.

გაერთიანებული კოალიციის სამხედრო შტაბი საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში განთავსდება. როგორც საუდური მედია აცხადებს, კოალიციის ამოცანა იქნება ,,ისლამური ერების დაცვა იმ საშინელებებისაგან, რომელიც ტერორისტულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, სიკვდილის, ზალადობისა და კორუფციის სახით მოაქვთ… და იმათგან, ვინც უდანაშაულო ხალხების ტერორიზირებას ცდილობს,,

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშისააგენტო “როიტერმა” წლის საუკეტესო ფოტოები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ლევან მურუსიძეს მოუსმენენ