“ისლამური სახელმწიფო” ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით იმუქრება

ისლამურმა სახელმწიფომ ორშაბათს ახალი ვიდეო გამოქვეყნა, რომელშიც ის ISIS-ის წინააღმდეგ საჰაერო დარტყებში მონაწილე ქვეყნებს საფრანგეთის ბედის გაზიარებით ემუქრება. მუქარის მთავარი ადრესატი ვაშინგტონია. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს:

„ჩვენ მივმართავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჯვაროსნების კამპანიაში მონაწილეობენ. ღვთის მიერ თქვენც იგივე დღეში მოგიწევთ ყოფნა. როგორც საფრანგეთს დავარტყით მის ცენტრში- პარიზში, ასევე გარწმუნებთ, რომ დავარტყამთ ამერიკას მის ცენტრში- ვაშინგტონში“- აცხადებს მამაკაცი ვიდეოში, რომლის აუთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არაა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დანიშნა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში მათ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის შეტანას ითხოვს