“ისლამური სახელმწიფო” ტერაქტებს ორი თვის განმავლობაში გეგმავდა

“ისლამური სახელმწიფო” ტერაქტებს ორი თვის მანძილზე გეგმავდა – ინფორმაციას Associated Press-ი ერაყელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სირიის ქალაქ რაკკას წყაროებმა გვაცნობეს, რომ “ისლამური სახელწმიფო” ევროპაში ტერაქტებს ორი თვის მანძილზე გეგმავდა, რომელიც მიმართული იყო აეროპორტებისა და მეტროებისკენ”.
ჩინოვნიკის თქმით, ბრიუსელი ამ გეგმის ნაწილი არ ყოფილა, თუმცა, ბოევიკებმა გეგმა შეცვალეს და ის ბრიუსელი გადაიტანეს სალახ აბდესლამის დაკავების შემდეგ.
სხვა წყაროს ცნობით, კიდევ სამი თვითმკვლელი სხვა ტერაქტებს ამზადებს – დეტალები არ ზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში აფეთქებების სერია მოხდა, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ასზე მეტი კი დაზიანდა.

banner
წინა სტატიაში,,გარანტია არ არის, პრეზიდენტსა და პრემიერზეც არ არსებობდეს მსგავსი ჩანაწერები “
შემდეგი სტატია(ვიდეო)ლუკა ფეიქრიშვილი:“ხელისუფლებას უფრო მალე შეეძლო ამ ატვირთული ვიდეოების აღმოფხვრა, ბლოკირება, ვიდრე მას დასჭირდა”