ისლამური სახელმწიფო ტაილანდში რუსებს თავს დაესხმევა

ისლამური სახელმწიფო ტაილანდში რუსებს თავს დაესხმევა

ისლამური სახელმწიფო ტაილანდში რუსებს თავს დაესხმევატაილანდში სირიადან, სპეციალურად “რუსულ ინტერესებზე” თავდასასხმელად, ისლამური სახელმწიფოს 10 მხარდამჭერი ჩავიდა – ამის შესახებ შესაბამისი სასწრაფო გაფრთხილება, “როიტერსის” ინფორმაციით სამეფოს პოლიციამ რუსეთის ფედერალური ბიუროდან მიიღო.
რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციით, სირიელები, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები, ტაილანდში 15-დან 31 ოქტომბრამდე ჩავიდნენ. ოთხი მათგანი წასულია პატტაიუში, ორი პხუკეტში, ორი კი ბანკოკში. ორის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
რუსები ტაილანდელ კოლეგებს სთხოვენ გააძლიერონ რაიონების დაცვა, რომელიც “რუსეთის მთავრობის შეშფოთებას იწვევს”.

ტაილანდის საემიგრაციო სამსახურში “როიტერსს” დაუდასტურეს, რომ ოქტომბერში ქვეყანაში 21 სირიელი შემოვიდა. ისინი პროტოკოლის მიხედვით იქნენ შემოწმებული და მათ არავითარი ეჭვი არ გამოუწვევიათ.
გაეროს ნარკოტიკისა და დანაშაულის სამმართველოს მონაცემებით, რეგიონში მიმდინარე მომენტში 700-დან 1000 ისლამისტი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სირიაში ახალ ავიაბაზას აწყობს
შემდეგი სტატიათურქეთმა რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე უარი განაცხადა