“ისლამური სახელმწიფო” გერმანიას ემუქრება

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” პირობას დებს მათ მიმართ განხორციელებული აგრესიის ნაცვლად “შავი დღეები” დაუყენოს ევროპას – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერმანული Bild-ი ის ინფორმაციით კი ბრიუსელის ტერაქტების სერიიდან რამდენიმე საათში, სოციალურ ქსელებში გერმანიის წინააღმდეგ მუქარები გამოჩნდა.

“ისლამური სახელმწიფო” ტერაქტებს ორი თვის მანძილზე გეგმავდა – ინფორმაციას Associated Press-ი ერაყელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სირიის ქალაქ რაკკას წყაროებმა გვაცნობეს, რომ “ისლამური სახელწმიფო” ევროპაში ტერაქტებს ორი თვის მანძილზე გეგმავდა, რომელიც მიმართული იყო აეროპორტებისა და მეტროებისკენ”.
ჩინოვნიკის თქმით, ბრიუსელი ამ გეგმის ნაწილი არ ყოფილა, თუმცა, ბოევიკებმა გეგმა შეცვალეს და ის ბრიუსელი გადაიტანეს სალახ აბდესლამის დაკავების შემდეგ.
დღეს ბრიუსელის ტერაქტებს დაახლოებით 55 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე მძიმედ დაიჭრა.

banner
წინა სტატიაში,, ეს იყო საზარელი თავდასხმა მსოფლიო ცივილიზაციის წინააღმდეგ”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ორსული გოგონა გადაბრნებული მანქანიდან გამოიყვანა.