“ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ბრალდებული 4 პირი დააკავეს – სუს-ის განცხადება

საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ

სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაქირავებულ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 410-ე მუხლის მესამე ენაწილით. გამოძიების პროცეში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან “ისლამური სახელმწიფოს” იდეოლოგიას. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გამოძიების ფარგლებში 18 ნოემბერს სასამართლოს მიერ 11 სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა. 29 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყველა მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. 4 პირის სახლიდან ამოღებულია ხელყუმბარა, ფისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები, მეხსირული ბარათები, ინტერნეტმოდემები, სხვადასხვა ლიტერატრა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის და შსს-ს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით”,- განმარტა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში“თუ ეს დამტკიცდება, მაშინ ჩვენი ეროვნული ღირსება მოითხოვს იმას, რომ მე თანამდებობა დავტოვო”
შემდეგი სტატია3-4 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა საქართველოში მკვეთრად დაეცემა