ისლამისტებმა იეზიდები სექსზე უარის თქმის გამო ცოცხლად დაწვეს

ისლამისტებმა იეზიდები სექსზე უარის თქმის გამო ცოცხლად დაწვეს

3 (1)ერაყის ქალაქ მოსულში “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა 19 ქალი-იეზიდი, სექსზე უარის თქმის გამო ცოცხლად დაწვეს – The Independent-ი ქურთ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ადგილობრივი აქტივისტის, აბდულა ალ-მალის თქმით, ქალები სახალხოდ დაწვეს რკინის გალიებში იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს ბოევიკებთან სექსზე. “ასობით ადამიანი იდგა და უყურებდა მათ სიკვდილს – მათი დახმარების არანაირი შანსი არ იყო” – ამბობს აქტივისტი.

იეზიდები – ქურთული ეთნიკური ჯგუფია. მათი რელიგია ზოროასტრიზმის, ქრისტიანობის, იუდაიზმის და ისლამის ელემენტებს შეიცავს. რადიკალური ისლამისტები მათ ეშმაკის მსახურებს უწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: სანდრო ჯეჯელავა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შემომატება ჩვენი გუნდისთვის
შემდეგი სტატიასროლა სასტუმროსთან- ქალბატონი სავარაუდოდ მისმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა