ISIS ვიდეოს ავრცელებს – ჯიჰადისტები ლონდონს, ბერლინსა და რომს ტერორისტული აქტებით ემუქრებიან

რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ახალ პროპაგანდისტულ ვიდეოს ავრცელებს და ლონდონს, ბერლინსა და რომს ტერორისტული აქტებით ემუქრება.
ვიდეო სახელწოდებით – „ებრძოლეთ მათ, ალაჰი მათ თქვენი ხელით დასჯის“ – ექსტრემისტებს მოუწოდებს „დახოცონ მოღალატეები, სადაც კი იპოვიან.“

პარიზის, ბრიუსელისა და 9/11-ის თავდასხმების კადრების ჩვენების შემდეგ, „ისლამური სახელმწიფო“ გამაფრთხილებელ მესიჯს აგზავნის.

„თუკი გუშინ ეს იყო პარიში, დღეს კი ბრიუსელში, ალაჰმა იცის სად მოხდება ხვალ. შესაძლოა, ეს იყოს ლონდონი, ბერლინი ან რომი“ – ისმის ტექსტი ინგლისურ ენაზე.

 

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
შემდეგი სტატია„მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს