ISIS-ის თვითმკვლელებმა ავღანეთის პრეზიდენტის დაცვის წევრები მოკლეს

15139709_676804739146383_1996251889_nქაბულში ,,ისლამური სახელმწიფოს,, თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ აფეთქებას 6 ადამიანი შეეწირა და 13 ადამიანი დაიჭრა.
,,როიტერის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქში ISIS-ის თვითმკვლელი ტერორისტები მოტოციკლეტებით მიუახლოვდნენ ავტობუსს, რომელშიც ავღანეთის პრეზიდენტის დაცვის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სპეცსამსახურის წარმომადგენლები ისხდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობები მოქმედებაში მოიყვანეს… გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, თვითმკვლელი ტერორისტების გარდა ადგილზე დაიღუპა ავტობუსში მსხდომტაგან 2 სპეცსამსახურის წარმომადგენელი და გვერდზე მდგომ ავტომობილებში მსხდომი 4 მშვიდობიანი მოქალაქე. 13 ადამიანი კი – მძიმედაა დაჭრილი.

banner
წინა სტატიაში“გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი” – უსუფაშვილი პარლამენტოს სხდომის თარიღზე
შემდეგი სტატიამაკკეინი ახალ პრეზიდენტს მოუწოდებს არ ენდოს პუტინს