„ISIS“ მებრძოლმა საკუთარი დედა სახალხოდ სიკვდილით დასაჯა

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას CNN-ი, სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბოევიკის დედა შვილს „ისლამური სახელმწიფოდან“ გაქცევისკენ მოუწოდებდა.

ადამიანის უფლებათა დამცველთა განცხადებით, ინციდენტი ტერორისტების დედაქალაქად წოდებულ, სირიის ქალაქ რაქში მოხდა.

20 წლის ბოევიკმა საკუთარი დედა ასობით თვითმხილველის თვალწინ, ქალის სამუშაო ადგილის სიახლოვეს მოკლა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მეტროში ავარიის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეამ საზღვარზე ისევ ჩართო დინამიკები