,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) მებრძოლებმა ახალი შემზარავი ვიდეო გაავრცელსე, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანს, რომლებიც ხელფეხშეკრულნი და ერთმანეთზე ორ-ორად გადაბმული არიან, მკერდზე ბომბები მიაბეს, ბენზინი გადაასხეს და ისე ააფეთქეს…
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოში, რომელსაც ისლამისტებმა ,,მკერდის განკურნება,, უწოდეს, აღბეჭდილია რამდენიმე მძევლის ბარბაროსული მოკვდინების პროცესი, რომელიც ,,ისლამური სახელმწიფოს,, ერთ-ერთი დაჯგუფების ,,შუჰადა ალ-იარმუკის,, მებრძოლებმა, დაჯგუფება ,,ალ-ნუსრას,, სასარგებლოდ ჯაშუშობაში დადანაშაულებული ორი ახალგაზრდა დახოცეს. შემთხვევის ადგილად კი -სირიის ქალაქი დარაა სახელდება.
შეგახსენებთ, რომ მას სემდეგ, რაც ,,ისლამური სახელმწიფო,, 2013 წელს ცალკე ორგანიზაციად გამოცხადაა, მას უსამა ბენლადენის დაფუძნებული, იმ დრომდე მთავარი ისლამისტურ-ტერორისტული ორგანიზაცია ,,ალ-ქაიდა,, დაუპირისპირდა… ,,ალ-ნუსრა,, კი, რომლის ჯაშუშობისათვის წამებით მოკლეს ზემოხსენებული ორი ადამიანი, სწორედ ,,ალ-ქაიდას,, დაქვემდებარებული სირიული ორგანიზაციაა.
www.timer.ge