ISIS-ის წევრის, ბადრი ირემაძის, დედა: წერილში ეწერა მივდივარ სამუდამოდო

ისლამური სახელმწიფოს ქართველი მებრძოლების მიერ გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთი მოქმედი პირის, ბადრი ირემაძის, დედა რუსთავი2-თან საუბრობს და აცხადებს, რომ მისი შვილი სექტემბერში თურქეთში წავიდა, წასვლის წინ კი დედას წერილი დაუტოვა.

„მე არ ვიცოდი, რა მიზნით მიდიოდა. მან მითხრა, რომ თურქეთში უნდა წასულიყო სამსახურის საშოვნელად. რატომ შეიცვალა აზრი, არ ვიცი. მან წერილი დამიტოვა, სადაც ეწერა, რომ დედა მივდივარ სამუდამოდო,“ – აცხადებს მერი ირემაძე.

ბადრი ირემაძის დედა გადაცემა არჩევანში ჰყვება, რომ თურქეთში მისი მეორე ბიჭიც იმყოფებოდა. თუმცა, ის ძმას არ ეთანხმებოდა და საქართველოში დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაში,,საერთო მტერი უნდა იყოს ISIS და მასთან ბრძოლა ყველას მიზანი“
შემდეგი სტატიამამუკა ანთაძის მამა:მე რომ მეგონა, ისე არ არის საქმე და არც თქვენ რომ გგონიათ