“ISIS-ის მთავარ სამიზნეს საქართველო არ წარმოადგენს”

საქართველოს პარტლამენტში ბიუროს სხდომა იწყება. დეპუტატები ამ წუთებში იკრიბებიან ბიუროს დარბაზში. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ ისაუბრეს.

“აბსოლიტურად დაცული რომ არავინ არ არის ამას ბოლო პერიოდში მომხდარი ტერაქტები გვაჩვენებს. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ეს საფრთხებიი მინიმუმამდე დაიყვანოს,”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

გია ჟორჟოლიანს კი მიაჩნია, რომ საქართველო არ წარმოადგენს ISIS-ს მთავარ სამიზნეს.

“რათქმაუნდა ვითრება დაძაბულია ჩვენს გარშემო მე მგონია რომ მთავარ სამიზენს საქართველო ისლამური სახელმწიფოსი არ წარმოადგენს,”- აცხადებს დეპუტატი ჟორჟოლიანი.

საპარლამენტო უმცირესობაში კი მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს.

“რისკები არის მომეტებული, მომეტებულია დაძაბულობა. ამიტომ ქვეყნის შესაბამის სამსახურებს კარგი მობილიზება და ზომის მიღება ჭირდებათ რომ ქართველები თავს გრძნებოდნენ დაცულად,” – განაცხადა დეპუტატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიგატაცება სოფელ ახალუბნიდან – რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს
შემდეგი სტატია“ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა და მედია საკმაოდ ძლიერია”