ISIS-ი ცოცხალია და ბრძოლას განაგრძობს (+18 ფოტოები)

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია  ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) სრული განადგურების შესახებ მსოფლიოს აუწყა, ეს ორგანიზაცია, როგორც ჩანს ცოცხალია და ამ ქვეყანაში ბრძოლას ისევ განაგრძნობს.

ინფორმაციას და ფოტოებს, ბოლო საათებში სირიის რამდენიმე ქალაქში განხორციელებული თავდასხმების შესახებ, თავად ISIS-ის წყაროები ავრცელებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, ISIS-ის რამდენიმე ათეულმა მებრძოლმა,სირიის დედაქალაქ დამასკოს ალ-თადამუნის რაიონში, სასტიკი ბრძოლები გამართა ბაშარ ასადის მომხრე სირიის სამთავრობო არმიის შენაერთებთან. ,,ისლამური სახელმწიფო,, დამასკოს მიდამოებში რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს თავდასხმებს და სასტიკად უსწორდება მოწინააღმდეგეებს.

ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია, რომ ისლამისტებმა სირია-ერაყის საზღვართან მდებარე დასახლებულ პუნქტ ტელ-საფუკთან თავდასხმა მოაწყვეს კოალიციის სამხედროებზე, რომლებიც სატვირთო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და მოკლეს 7 სამხედრო მოსამსახურე.

 

 

banner
წინა სტატიაშიახალი წლიდან საუდის არაბეთში ქალებს მოტოციკლეტების ტარების უფლება ეძლევათ
შემდეგი სტატიადღეს მესტიაში სამთო-სათხილამურო სეზონი იხსნება