ისინი ქვეყნისთვის არასასარგებლო ინტერესების გატარებაში შეიმჩნევიან – მეჭიაური არასამთავრობოებს პასუხობს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაური იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს “თამაზ მეჭიაურის მიერ გამოვლენილ ფიზიკურ ძალადობასა და ქსენოფობიურ გამოხატვაზე”.
უმრავლესობის დეპუტატი ირწმუნება, რომ მას ქსენოფობიური განცხადებები არ გაუკეთებია.
მეტიც, მეჭიაურმა არასამთავრობოთა ნაწილის მისამართით თქვა, რომ მათი ნაწილი ქვეყნისთვის არასასარგებლო ინტერესების გატარებაში შეიმჩნევიან.

“ეს არის მცდელობა სხვადასხვა არასამთავრობოების, რომლებიც შეიმჩნევიან ქვეყნისთვის არც თუ ისე სასარგებლო ინტერესების გატარებაში. იქაც კი სადაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ ცდილობენ მოახდინონ დაპირისპირება სხვადასხვა ეროვნებებს თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ასევე სხვადასხვა აღმსარებლობის ჩვენს მოქალაქეებს შორის. ეს არის რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი საქციელი. არანაირი ჰომოფობიური გადნცახდება არ ყოფილა “- აღნიშნა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში“უდიდესი ტყუილია რაც კონკრეტულმა სააგენტომ გამოაქვეყნა”- იმედა დარსალია ე.წ. “ჯოისტიკებიანი მანქანის” ამბავს გამოეხმაურა
შემდეგი სტატიათბილისის მერია მახათას მთაზე მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას უარყოფს