ისარელი გაეროს დაფინანსებას ამცირებს

ისრაელი 2017 წელს გაეროს ყოველწლიურ დაფინანსებას 6 მილიონი დოლარით შეამცირებს – ასეთია ხელისუფლების პასუხი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ისრაელს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშენებლობებს უკრძალავს.
“ისარელის სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღო, 2017 წელს ყოველწლიური თანხა 6 მილიონით შეამციროს” – დღეს ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა.
სულ, ისრაელი გაეროს ყოველწლიურად 40 მილიონ დოლარს უხდის – წერს “ასოსეიტედ პრესი”.

banner
წინა სტატიაშიგასულ წელს აშშ-მ შვიდ ქვეყანაში 26 ათასი ბომბი ჩამოაგდო
შემდეგი სტატიაWikiLeaks-ი აშშ-ს დაზვერვის გამოძიებას აკრიტიკებს