ის პრობლემები, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, საქართველოთი დაიწყო 2008 წელს

2008 წელს მსოფლიოს არასაკმარისმა რეაქციამ და იმდროინდელი ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაამკაცრა ოკუპაციის კონტექსტი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციის დღე, რომელიც დღეს აღინიშნება, მხოლოდ ისტორიული თემა არ არის და დღემდე აქტუალურია.

ამასთან, ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ის საქმე, რომელსაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა 1921 წლის 25 თებერვალს, აუცილებლად წარმატებით დასრულდება.

“სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა 25 თებერვალს სხვა ოკუპაცია დაიწყო. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დღეებში მუდმივად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ის პრობლემები, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, საქართველოთი დაიწყო 2008 წელს და სწორედ იმ რეაქციებმა, რაც არ იყო საკმარისი მაშინ მსოფლიოდან და იმდროინდელი ხელისუფლების მიერ არასწორმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ, დღეს კიდევ უფრო გაამკაცრა ოკუპაციის კონტექსტი. ამიტომ მინდა ყველას შევახსენო, პირველ რიგში კი საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ოკუპაციის თემა არის 21-ე საუკუნის გამოწვევა, იგი არ დარჩენილა მე-20 საუკუნეში და ეს პრობლემა საქართველოთი არის გამოკვეთილი”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ტრიპოლსკის ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის
შემდეგი სტატია,,ეროვნული ბანკი არ არის მთავრობის ნაწილი, შესაბამისად, მე მის საქმიანობას ვერ შევაფასებ”