ის აყენებს მოთხოვნებს, რომ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ – “ევროპული საქართველოს” წევრები ზაზა სარალიძეს შეხვდებიან

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 13:45

ის აყენებს მოთხოვნებს, რომ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ – “ევროპული საქართველოს” წევრები ზაზა სარალიძეს შეხვდებიან

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირმა ნადირაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის მოთხოვნები სამართლიანია.

ნადირაშვილი ამბობს, რომ სარალიძე ის სიმართლის დადგენას ცდილობს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

„ცხადია, ბატონ სარალიძეს აქვს უსამართლობის განცდა, ის თვლის, რომ მისი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები, დაკავებულები. არ არიან დასჯილები, შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც ხელს აფარებს მკვლელებს და ამიტომ, ის აყენებს მოთხოვნებს, იმისთვის, რომ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ,“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის განცხადებით, პარტიის წევრები დღეს 14:00 საათზე პარლამენტის წინ მივლენ და ზაზა სარალიძეს შეხვდებიან.

ირმა ნადირაშვილი „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას აცხადებს, რომ მისი გუნდი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზეა გადართული.

ნადირაშვილის თქმით, დღეს უნდა მიიღონ ხორავას ქუჩის საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროდან და შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარე კვირას გაიმართება.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მიზნით შეიქმნა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს. კომისიაში ოპოზიცია უმრავლესობის სახით არის წარმოდგენილი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 13:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics