ირმა ნადირაშვილი: ფარცხალაძე დარწმუნებულია, რომ მას ვანო მერაბიშვილის გამო არ დასჯიან

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არ დაისჯება, რაც ოპოზიციის მტკიცებით თავად ყოფილმა პროკურორმაც იცის. გამოძიების დაწყების თემა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა აქტუალური.

„მას არაფრად მიაჩნია ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად, შესაბამისად ფიქრობს, რომ ის არ დაისჯება, იმ ქმედების გამო, რომელიც ვანო მერაბიშვილის მიმართ განახორციელა, მაგრამ ყველაფერი დროებითია. როგორც გამომჟღავნდა, რომ მან ბოტასები მოიპარა გერმანიაში ზუსტად ისე გამომჟღავნდება, რომ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი გაიყვანა,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილი.

მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს რიგით პატიმარს უწოდებს და ამბობს, რომ „ყველა რიგითი პატიმარის განცხადებაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს.“

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, ექსპერტები აღარ დამალოს
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის დამ ჩვენება შეცვალა