ირმა ნადირაშვილი : “ნაციონალური მოძრაობა” არ გამორიცხავს, რომ არჩევნების წინ მათი თანაპარტიელები დააკავონ

ნაციონალური მოძრაობა არ გამორიცხავს, რომ არჩევნების წინა დღეებში მათი თანაპარტიელები დააკავონ, ამ შინაარსის განცხადება დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა თეა წულუკიანის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის მინისტრმა დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით დაწყებული გამოძიებების დაკავებებით დასრულება არ გამორიცხა.

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების დევნით უკვე 4 წელია დაკავებულია.

“ეს განცხადებები მიზანმიმართულია, იმაზე რომ ადამიანები იყვნენ შოკში და არ იფიქრონ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ქვეყანაში კი მძიმე ვითარებაა სოციალური კუთხით, ეკონომიკის კუთხით და ა.შ. პოლიტიკური ოპონენტების დევნა ამ ხელისუფლების სტილია. არჩევნების წინ დაკავებები არ გაგვიკვირდება. გიგი უგულავა საარჩევნო შტაბის უფროსი იყო მერის არჩევნების დროს და მეორე ტურის წინ უგულავა დააკავეს. ამიტომ, არაფერი გაგვიკვირდება,”- განაცხადა დეპუტატმა.

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ვითარებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით მართავს.

დეპუტატმა ნადირაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი ოპოზიციის რეიტინგებს ეგუება.

“ივანიშვილმა ჯერ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ზღვარს ვერ გადალახავს, 4 დღის წინ თქვა, რომ 9 პროცენტი იყო ჩვენი რეიტინგი, დღეს თქვა, რომ 30 პროცენტია. ის ეგუება ჩვენს რეიტინგს. 9 ოქტომბრიდან ივანიშვილისთვის რთული პერიოდი დაიწყება, რადგან ის და მისი გუნდი ოპოზიციაში გადავლენ,”- განაცხადა დეპუტატმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : შსს-ს დღევანდელი ინფრომაციით შოკირებული ვარ და სხვა ფორმატში ვეცდები საკითხში გარკვევას
შემდეგი სტატიაედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი წევრი მოკლეს