ირმა ნადირაშვილი: ხანდახან ბესელიამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ

საკანონმდებლო ორგანოში გენპროკურირის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილავა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატმა ეკა ბესელიმ ირაკლი შოთაძის მხარდამჭერი განცხადებება გააკეთა და პროკურატურის გახსნილობას გაუსვა ხაზი. ბესელიას საპასუხოდ კი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ეკა ბესელიამ ბრძანა, რომ ბადაშვილის დროს პროკურატურა ძალიან გაიხსნაო, იმდენად გაიხსნა, რომ ხანდახან ეკამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა თქვენთან, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ”.
ირმა ნადირაშვილი გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობის საკითხსაც შეეხო და დარბაზში მყოფ შოთაზეს უთხრა, რომ მას ივანიშვილი ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
“თქვენი მმართველობისას ვერასოდეს გავიგებთ, რატომ სარგებლობდა იზორიას ძმა “ნარუშილოვკებით”, რამდენი ტელეფონია ჩართული, როგორ მიიღო უჩა მამაცაშვილმა ერთ ლარად ქონება, როგორ ააფეთქა ივანიშვილმა საყდრისი, ვინ ატვირთა ვიდეოები უკრაინულ საიტებზე და ვინ არის ჰაკიმ ფაშა. ბესელიამ ბრძანა, რომ ბადაშვილის დროს პროკურატურა ძალიან გაიხსნაო, მართალია. უწყება იმდენად გაიხსნა, რომ ხანდახან ქალბატონმა ეკამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ. უმრავლესობა გეუბნებათ, რომ თქვენ მათ პოლიტიკურ გემოვნებაში ჯდებით, ეს არ მიკვრის, რადგან თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნა გარანტიაა ბესელიასთვის, რომ არ გამოიძიებთ იმას, როგორ მოხვდნენ ყაჩაღები – რუსეთის ჯაშუშები პოლიტპატიმართა სიაში და რა თანხები აქვს აღებული ამაში ქალბატონ ბესელიას”, – მიმართა ირაკლი შოთაძეს ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: არჩევნები საქართველოსთვის იქნება გარდამტეხი ქვეყნის შიგნით და გარეთ
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე: 6 წელი პროკურორს ხმას ვერავინ გასცემს უბატონოდ