ირმა ნადირაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში პრეზიდენტის დებატები გაიმართოს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატების გამართვის მომხრეა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოლველწლიური მოხსენების შემდეგ, დებატები არც ერთხელ არ გამართულა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დებატები გაიმართოს. პრეზიდენტი ანგარიშით გამოდის და ცხადია, მის ამ განცხადებას უმრავლესობამ უნდა გაუწიოს ანგარიში. დარწმუნებული ვარ, რომ “ევროპული საქართველოს“ მსგავსად, ყველა სხვა ოპოზიციური ფრაქციაც ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ანგარიშის ეს ფორმა, უფრო გამართლებული იქნება. მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების მიმართულებით, ქვეყანაში მძიმე ვითარებაა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა ახლა ყველაზე გამართლებული სწორედ დებატების ფორმატში იქნება.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყლველწლიური მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატების გამართვის ტრადიცია უნდა დამკვიდრდეს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: უცნობი პირები ნინო ბურჯანაძის ბინის გაქურდვას ცდილობდნენ
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციის გაკეთებაზე უარი განაცხადა