ირმა ინაშვილი: თუ მთავრობა და ხელისუფლება ვერ ხედავს, რომ მოქალაქეები ფიზიკურად არიან გადასარჩენი, ეს ძალიან ცუდია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

როგორც ინაშვილმა განაცხადა, მისი გუნდისთვის პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ადამიანების ფიზიკური გადარჩენაა და არა ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც ბიუჯეტში აქცენტი კეთდება.

მისი თქმით, თუ მთავრობა და ხელისუფლება ვერ ხედავს, რომ მოქალაქეები ფიზიკურად არიან გადასარჩენი, ეს ძალიან ცუდია.

„ამ მთავრობას და ხელისუფლებას მხარი სწორედ იმიტომ არ დავუჭირეთ, რომ ვერ დავინახეთ, რომ მათ კონკრეტული პროგრამები აქვთ, როგორ უნდა დაეხმარონ ადამიანებს. ეს გამოჩნდა კრიზისის დღეებში, როდესაც მთავრობამ აბსოლუტური უუნარობა გამოავლინა”, – აღნიშნა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ერთ-ერთი თქვენგანი დღემდე არღვევთ და ეს ვიცით ზუსტად” – “გირჩის” მარგველაშვილს, კვირიკაშვილს და კობახიძე მიმართავს
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.5598 ლარი გახდა