ირმა ინაშვილი: “ხელისუფლება თითქოსდა ვერ იგებს, რას ვითხოვთ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით გვესაუბრება”

ირმა ინაშვილი:

irma-inashvili“დღეს ჩვენს მხარდამჭერებზე, რომლებიც შიმშილობენ გორში ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, იყო ზეწოლა და დაშინების ფაქტები, პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა ისინი ამას არ დაემორჩილნენ. ხსენებულ ქალაქებში მოშიმშილეებს საშუალებას არ აძლევდნენ გაემართათ თავშესაფარი, რადგან ცუდი ამინდის გამო გაუსაძლისი პირობები შეიქმნა”–აცხადებს “თაიმერთან ” საუბარში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.

“მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, მიაქციოს ყურადღება ამ რეგიონების სამმართველოების საქმიანობას. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა, შეიცვალოს საარჩევნო გარემო ქვეყანაში. მშვიდობიანი და სამართლიანია ჩვენი პროტესტი. არ ვაპირებთ ამ აქციების შეწყვეტას. პირიქით, ვაპირებთ გაფართოვებას და უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება. ამიტომ პოლიციას ვთხოვ, შეასრულოს მისი უმთავრესი ფუნქცია – დაიცვას მოშიმშილე ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ პროტესტის რადიკალური ფორმა – შიმშილობა შეწყვიტოს და მშვიდ გარემოსა და სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში გააგრძელოს ოპონირება, ირმა ინაშვილმა “თაიმერთან”  საუბარში  პრემიერმინსტრს ასე უპასუხა:“ჩვენ არაფერს არ დავთმობთ! ვიქნებით პრინციპულნი და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება! შიმშილობის აქცია არა მატო გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება! ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ვერ ხვდება და არ ესმის, რაზე ვსაუბრობთ. არადა, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც 2012 წელს სწორედ ამ ყველაფერს (ანუ რასაც დღეს ჩვენ ვითხოვთ) გვპირდებოდა… მაგრამ ახლა არაფერს გვპირდება. თითქოსდა ეს მოთხოვნები არც ესმის. თითქოსდა ვერ იგებს, რას ვითხოვთ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით გვესაუბრება. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ სურს! ხელისუფლებამ ხალხის ნდობა დაკარგა! ხელისუფლება უკვე დღეს ემზადება 2016 წლის არჩევნების გაყალბებისთვის.
ჩვენ არ ვაპირებთ შევწყვიტოთ შიმშილობა. ვაგრძელებთ ბრძოლას. თუ დღეს არ შეიცვლება საარჩევნო გარემო, 2016 წელს ეს ხელისუფლება საქართველოს გადააქცევს ჩრდილოეთ კორეად. ძალინ ცუდია, რომ ხელისუფლება პირდაპირ დიალოგზე არ წავიდა, მოშიმშილეებთან არჩია განცხადებებისა და მოწოდებების გზა. მოგვიწოდეს შევწყვიტოთ შიმშილობა, მე ვპასუხობ – შიმშილობას არ ვწყვეტთ!”–განაცხადა თაიმერთან „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსები დაავადებულები არიან განადგურების ჟინით– ბითლზების მემკვიდრეობა საფრთხეშია
შემდეგი სტატიარომელი გზით ჩაიტანს სომხეთი შეძენილ რუსულ იარაღს თავის ტერიტორიაზე…?