ირმა ინაშვილი: აგულაშვილი და გიორგაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მისი გუნდი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს,ხოლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე გარემოს დაცვის მინისტრებთან ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა აქვს.

მისი განცხადებით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული საყდრისის და ხე-ტყის მასობრივი გაჩეხვის გამო. ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ მწვავე შეკითხვები მიხეილ გიორგაძესთან სწორედ საყდრისთან დაკავშირებით ექნება და ”ალიანსი” გეგმავს, რომ კომიტეტზე მინისტრების მოსმენისას აღნიშნულ საკითხზე მწვავედ ისაუბროს და ფაქტები დაასახელოს.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: გამოწვევაა, რომ საკმარისი თანხები არ არის მიმართული საბრძოლო მომზადებისთვის
შემდეგი სტატია“დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი, როგორც საერთაშორისო პარტნიორისა და რეგიონში დემოკრატიული მოდელისადმი, ურყევია”