ირლანდიელ მღვდელს კოკაინის ყნოსვის დროს წაასწრეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 2, 2016 18:40

ირლანდიელ მღვდელს  კოკაინის ყნოსვის დროს წაასწრეს

5კათოლიკური ეკლესიის ბრიტანელი მღვდელი, მამა სტეფან კროსანი მსახურებიდან მას შემდეგ გადადგა, რაც მედიაში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ის კოკაინს ყნოსავს ოთახში, რომელიც ნაცისტური სიმბოლოებით არის მორთული – The Independen წერს.
ვიდეოს ჩანაწერში ჩანს, რომ 37 წლის მღვდელი ნარკოტიკს სუნთქავს 10 ფუნტიანი კუპიურის მეშვეობით და ამასთანავე ამბობს “არ უნდა გავაკეთო”. აღსანიშნავია, რომ რგოლი გასული წლის ივნისშია გადაღებული კროსანის სახლში, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარეობს. Sun on Sunday -ის წყარო ამბობს, რომ მანამდე კროსანი მეგობრებთან ერთად საღამოზე იყო, სადაც ლუდს და ვისკის სვამდა, შემდეგ კი მთელი კომპანია მასთან სახლში გაემართა.

“სტეფანმა თქვა, რომ ის სოციალური მუშაკია, მაგრამ სიმართლე მაშინ გაირკვა, როცა ვნახეთ, რომ მისი სახლი ეკლესიის ახლოს დგას. სახლი ნამდვილად საინტერესო იყო, ხალიჩებით და ანტიკვარიატით. მაგრამ ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა ნაცისტური სიმბოლიკის ნახვა – დროშები, ნიშნები, ქუდები” – განაცხადა ივნისის მოვლენების ერთ-ერთმა მონაწილემ.
მომხდარის კომენტირებისას, კროსანმა კოკაინის მოხმარება აღიარა, მაგრამ თქვა, რომ ის არ არის ნარკოდამოკიდებული და მომხდარი იშვიათი შემთხვევაა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ის არ არის ნაცისტი და მხოლოდ “ისტორიულ ნივთებს” აგროვებს.

ამასთანავე, ეპისკოპოსმა ჯონ მაკარივმა განაცხადა, რომ კროსანმა გადაყენების შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის მაისში სთხოვა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 2, 2016 18:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,826
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics