ირინე იმერლიშვილი: უშიშროების საბჭომ ცენტრალურ აფრიკაში კონტიგენტის ოცამდე გაზრდის რეკომენდაცია გასცა

ეროვნული უშიშროების საბჭომ რეკომენდაცია მისცა პარლამენტს, ცენტრალურ აფრიკაში კონტიგენტის გაზრდასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით,უშიშროების საბჭომ ცენრტრალურ აფრიკაში კონტგიგენტის ოცამდე გაზრდის რეკომენდააცია გასცა.

“ეს არის პირველი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ. დღეს ცენტრალურ აფრიკაში გვყავს ხუთი სამხედრო მოსამსახურე და ლაპარაკია ოცეულზე. იმედი გვაქვს პარლამენტი, გაიზიარებს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას, თუმცა გადაწყვეტილება მათზეა”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2″ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ სხვადასხვა ხმა, მოსაზრება იყოს გაჟღერებული”
შემდეგი სტატია“საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრს, შს მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა დაავალა”