ირინა სარიშვილი:”ეს არ არის ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის!”

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების "დახმარებით" სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს (ხურვალეთში განვითარებული მოვლენები ამის დასტურია), რასაც სავარაუდოდ რუსეთის მხრიდან "გამშველებლის" ტრადიციული მისია უნდა მოყვეს. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს არცერთი ეს ვარიანტი კარგს არაფერს უქადის. პირველ შემთხვევაში ეს პირდაპირი უსიტყვო კაპიტულაციაა, რაც საქართველოს გაქრობას ნიშნავს საზოგადოებრივი პროტესტის, ანუ მომავლის გარეშე. ეს ვარიანტი თავიდანვე უნდა გამოირიცხოს და უკვე გამორიცხულია ხურვალეთში განვითარებული პროცესების და 18–ში დანიშნული აქციის გათვალისწინებით. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს: რუსეთის აგრესია უნდა გაპროტესტდეს! ოღონდ უნდა გაპროტესტდეს არა რუსულ–ქოცური, არამედ ქართული სცენარით. მივმართავ ყველას, ვინც გადავდეთ ურთიერთმტრობა, ქიშპობა, ურთიერთპრეტენზიები და ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გარშემო გავერთიანდით! ხვალინდელ აქციაზე მოდიან ნაცები, ანტინაცები, ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, არავისტები, პარტიულები, უპარტიოები – ყველა, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა! გუშინდელი მტრები ვდგებით ერთად! ჩვენ არ გვაქვს არჩევანი – პროტესტი აუცილებელია და მას ალტერნატივა არა აქვს, ოღონდ ჩვენი პროტესტი არ უნდა განვითარდეს რუსული სცენარით! ნებისმიერი ჩოჩქოლი ან საქმის გარჩევის მცდელობა აქციის მონაწილეთა შორის, უნდა შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და ძირშივე იქნას აღკვეთილი აქციის ორგანიზატორების მხრიდან! იმედია, 18 ივლისის აქციის ორგანიზატორებს ეს ესმით. მივმართავ მათაც, ვინც ნაცების სიძულვილით დაბრმავებული, თვლის რომ ეს ნაცების აქციაა და ამიტომ უნდა დაუპირისპირდეს! არც ვკითხულობ, ვინაა ამ აქციის ორგანიზატორი! აქცია აუცილებელია და ამ აქციაზე მივდივართ ყველა, არა მხოლოდ ნაცები! ყველა, ვინც ურთიერთპრეტენზიებზე, გუშინდელ მტრობაზე და სიძულვილზე მაღლა საქართველოს მომავალი დავაყენეთ! პროტესტი აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი გაემიჯნოს ხელისუფლების აზრს! ამიტომ გთხოვთ, ნუ დაეხმარებით რუსეთს და დღევანდელ ხელისუფლებას, აქციის დარბევა ან რაიმე ამდაგვარი მოსახლეობის სახელით, ანუ თქვენი სახელით გააკეთოს, როგორც ეს მოხდა ხურვალეთში! სირცხვილია!!! მივმართავ ყველას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს: ვინც ვერ გადალახეთ ერთმანეთს შორის შუღლი და მტრობა, ნუ მოხვალთ! მოგვეცით აქციაში მონაწილეობის მსურველებს რუსეთის ოკუპაციის და დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის მშვიდობიანი გაპროტესტების საშუალება! ეს ჩვენ არ გვჭირდება! ეს ჭირდება ჩვენს შვილებს! ისე ნუ ვიზამთ, რომ იმ მომავლისთვის, როცა ჩვენი შვილების დრო მოვა, საქართველო აღარ არსებობდეს! სტატუსი: ვისშიც ამ ქვეყნის სიყვარული მეტია, ვიდრე საკუთარი პრეტენზიები ან სიძულვილი ვინმეს მიმართ, ის გაიგებს, რაც დავწერე!2016 წლის 2 აპრილს რუსეთმა განაახლა ე.წ. “ყარაბაღის კონფლიქტი” აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც მოსალოდნელიც იყო და რაზეც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი თითქმის ერთი წლის წინ საუბრობდა.
სამწუხაროდ, ამ დროისათვის არა თუ ვერ ხერხდება სიტუაციის დარეგულირება, არამედ პირიქით, აზერბაიჯანი იძულებული ხდება საკუთარი ტერიტორიის დასაცავად აქტიური მოქმედებები დაიწყოს,
რეალურად ეს არის ომი არა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ რუსეთის ომი აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს, და არა მხოლოდ ამ ქვეყნების, წინააღმდეგ და რაც ადრე გავაცნობიერებთ ამას ყველა, დასავლეთის ჩათვლით, მით დროზე დასრულდება რუსეთის თარეში ცივილიზაციის წინააღმდეგ.
ის, რაც დღეს ხდება, მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.
რუსეთის მიზნები სრულიად აშკარაა:
1. აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსების მარაგებზე გავლენის მოპოვება (ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენის ხელში ჩაგდება), რის შედეგადაც რუსეთი ევროპის ალტერნატიული ენერგომომარაგების დერეფანზე მოიპოვებს გავლენას;
2. აზერბაიჯანის უსერიოზულესი გამოწვევების წინაშე დაყენებით თურქეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა;
3. საქართველოზე ძლიერი ზეწოლით საქართველოს საკუთარ სამხედრო პლაცდარმად გადაქცევა.
რუსეთის მოქმედებების გამომწვევ მიზეზად მის აგონიას ჩავთვლით, დასავლეთის სუსტ საგარეო პოლიტიკას თუ ორივეს ერთად, ერთი რამ აშკარაა – სიტუაცია კრიტიკულია და ყველა მხარეს მაქსიმალურ პრინციპულობასთან ერთად მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა რუსეთის გავლენა შეძლებისდაგვარად შემცირდეს მიმდინარე პროცესებზე.
პირველი ორი პუნქტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით დიდი ყურადღება და მზადყოფნა მართებს საქართველოს, რომელსაც რუსეთისთვისაც და თურქეთისთვისაც საუკეთესო დერეფნის ფუნქცია აქვს და რომლის ხელისუფლებამაც უნდა უზრუნველყოს აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება საჭიროების შემთხვევაში, ვგულისხმობ საგარეო კონტაქტებს, საგარეო პრიორიტეტებს და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების უნარს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
სახელდობრ:
1. აპრიორი უნდა გამოირიცხოს რუსეთისთვის აზერბაიჯანის წინააღმდეგ დერეფნის როლი, როგორც პოლიტიკურ –სამართლებრივი, ასევე პრაგმატული მოსაზრებით;
2. თურქეთისთვის საჭირო დერეფნის როლის აღება დასავლელ პარტნიორებთან ერთად, უნდა განიხილებოდეს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაააქტიურებს საკუთარ მოქმედებას სამცხე–ჯავახეთში და საფრთხეს შეუქმნის ამ რეგიონს.
საქართველოს დღეს სამწუხაროდ არ ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია.
ეს რეალობაა და არა პანიკა.
არც ამის დაწერა იყო საჭირო, ჩვენ რომ პატრიოტი და ქმედითუნარიანი ხელისუფლება გვყავდეს…
რასაც ეხლა ვწერ, ერთადერთი მიზანი აქვს: ავცდეთ იმას, რაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და მიუხედავად მოღალატური ხელისუფლებისა, ჩვენვე შეგვიძლია გადავწყვიტოთ:
ჩვენ – ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ყველას, ვინც საქართველოს მოქალაქეები ვართ, არაფერი გვაქვს ერთმანეთთან სადაო და თუ ამას ვერ მოვახერხებთ, ყველანი რუსეთის სამსახურში ვდგებით, რუსეთის, რომელსაც მხოლოდ ბრმა იარაღი სჭირდება და არა მოკავშირე!
თუ ჩვენი სომხური მოსახლეობა რუსეთის პროვოცირებით რაიმე სახის პროვოკაციაზე წავა, მან ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ამით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთსაც დიდ ზიანს მოუტანს.
თუ ჩვენი ქვეყნის ქართული და აზერბაიჯანული მოსახლეობა აყვება რუსეთის პროვოკაციას და ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფას მიაყენებს საკუთარი ქვეყნის – საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეებს, ისიც რუსეთის სამსახურში აღმოჩნდება, რადგან….. ვიმეორებ:
ეს არ არის ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის!
ეს არის რუსეთის ომი საკუთარი იმპერიის შესანარჩუნებლად, რომელიც ამ გზაზე არავის დაინდობს, რომელმაც არ იცის მოკავშირეები და რომლის დამარცხებაც და საკუთარი თავის გადარჩენაც მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ!

ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – საქართველო არის შესაძლებლობა ნატო-სთვის
შემდეგი სტატიარუსული არხი LifeNews-ი აზერბაიჯანიდან გააძევეს