ირინა სარიშვილი:არ დარჩა კლინიკა, რომ სახელმწიფოს მისი ვალი არ ჰქონდეს!

sarishvili“გამოცვლილმა პრემიერმა, არჩევნების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა შეიცვლებაო….
შეიცვლება აბა რა! პირამიდის პრინციპზე აგებული სისტემა, თქვენც რომ არ შეცვალოთ, ძალიან მალე თავზე დაგენგრევათ, რადგან არ დარჩა კლინიკა, რომ სახელმწიფოს მისი ვალი არ ჰქონდეს!
ერთადერთი, რითაც თავი მოგწონდათ და კლინიკებისთვის “შეწერილი” ფულით ხალხს თვალში ნაცარს აყრიდით, ეგ იყო და იმასაც ცვლით, თან წინასწარ აცხადებთ, რომ ექიმების გული მოიგოთ საარჩევნოდ.
მიდით, აბა, ეხლა შეცვალეთ, არჩევნებამდე, თუ მაგრები ხართ! მაშინ პაციენტები განრისხდებიან!!!
ერთმა შულერმა მთელი ქვეყანა პირამიდის აფერისტულ სისტემაზე გადაიყვანა!
ჯანდაცვა კი არა, მთელი სისტემაა შესაცვლელი ამ მთავრობასთან ერთად!
არ შევცვლით და როგორც ჯანდაცვა, ისე მთელი ქვეყანა თავზე ჩამოგვენგრევა და ამ ნანგრევებში თქვენც მოყვებით, ქოცებო!
თქვენს მამა–მარჩენალს თავის კიდობანში მხოლოდ თავისი ცხოველებისთვის აქვს ადგილი, ადამიანებისთვის არა!!!-წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი – გიჟები არ გვინდა პოლიტიკაში, საკმარისზე მეტი გვყავს
შემდეგი სტატია2015 წლის 15 და 18 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს