ირინა სარიშვილი სოსო ჯაჭვლიანს პასუხობს

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

ირინა სარიშვილი სოსო ჯაჭვლიანს პასუხობს:

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

ისე უნდა ვიცხოვროთ რომ ჩვენს წინააღმდეგ კომპრომატები ვერ შეაგროვონო…
არა, ღრმადპატივცემულო ბატონო სოსო! ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ასეთი უზნეო ხელისუფლება არ გვყავდეს, არც ამ სიბინძურის ამკენკავი საზოგადოება არსებობდეს და კიდევ – ხელისუფლებაში ის ხალხი იყოს, ვისაც ვერანაირი კომპრომატით ვერ შეაშინებ, რადგან შეშინებული და დაშანტაჟებული ხელისუფლების წევრი პოტენციური სამშობლოს მოღალატეა!
აი ასე უნდა ვიცხოვროთ ყველამ და მათ შორის თქვენც, ბატონო სოსო და ბატონო გოგი, და რაღა თქმა უნდა, ბატონო ბიძინა, რადგან დამტვერვით არც თქვენ მრავლდებით და არა მგონია, თქვენი მეუღლეების “კანონიერი” სექსის ჩანაწერი თუ გავრცელდება, ამან ან თქვენ, ან მით უმეტეს საზოგადოებას, რაიმე სიამოვნება მოგანიჭოთ!!!
სირცხვილია!!!
გულისამრევია!!!
კმარა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ირინა სარიშვილი

“ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ კომპრომატად არ იქცეს ეს,”-სოსო ჯაჭვლიანი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: “სუსი კიბერ დანაშაულისთვის 23 წლის გოგონას კითხავს”
შემდეგი სტატიაშპს სტუდია მაესტრო რამდენიმე სამსახურმა და გადაცემამ დატოვა