ირინა სარიშვილი: საქართველოს ხელისუფლება გეგმავს სტრასბურგის გადაწყვეტილების იგნორირებას

ირინა სარიშვილის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ამ ქვეყნის იზოლირებას ცივილიზებული სამყაროსგან

“როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს სტრასბურგის გადაწყვეტილების იგნორირებას და “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთი გეგმის ანალოგია მხოლოდ რუსეთში არსებობს.

ქვეყნის ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ამ ქვეყნის იზოლირებას ცივილიზებული სამყაროსგან, რისი შედეგიც იქნება რუსეთის გავლენის სფეროში საბოლოო გაფორმება.

აქ საქმე აღარ არის მხოლოდ “რუსთავი 2″–ში, ან ნიკა გვარამიაში! ეს გეგმა საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია!

ეგებ შევიდეს ეს თქვენს თავებში “რუსთავი 2″–ის ან ნიკა გვარამიას მოძულეებო! თუ რა თქმა უნდა, თავები გაბიათ და არა კისრის გაგრძელება და ეგ თავი მარტო ბალიშზე დასადებად არ გინდათ!!! ამის დაშვება არ შეიძლება!”, – წერს სარიშვილი სოციალურ ქსელში.

 

banner
წინა სტატიაშიმე ამას ვაკეთებ ხალხის მანდატით, დღეს ისმის ხალხის ხმა
შემდეგი სტატიაგაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დააკავეს