ირინა სარიშვილი: მომავალ “ევრაზიულ კავშირში” აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან უვიზო მიმოსვლა?!

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

პუტინის პოზიცია რუსეთთან საქართველოს უვიზო მიმოსვლაზე უთავმოყვარეო ადამიანებისთვის გადადგდებული გამოხრული ძვალია ევროპასთან შესაძლებელი უვიზო მიმოსვლის საპასუხოდ!

მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს
არც ტერიტორიული მთლიანობის ცნობა!
არც რაიმე სახით პატივისცემის გამოხატვა!
პირიქით!!!
დაცინვა! მასხრად აგდება!
რა გვჭირს, ამაყო ქართველებო?!
რა გვიხარია?!
მომავალ “ევრაზიულ კავშირში” აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან უვიზო მიმოსვლა?!
და რუსეთთან უვიზო რეჟიმი რომ არა მხოლოდ აქედან ხსნის კარებს, არამედ იქიდანაც, ამაზე გიფიქრიათ???
რამ გაამხიარულა ასე პრემიერი, რომელმაც პუტინის პრესკონფერენციას ლამის დამთავრება არ ასალა და ისე გააკეთა აღრფთოვანებული კომენტარი, ამაზე დავფიქრდით???
რა არის პუტინის ამ ჯერ კიდევ ბუნდოვანი დაპირების საფასური, არ გვაინტერესებს???
რუსეთი რომ არც ტერიტორიული მთლიანობის, არც ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას არც გეგმავს და არც თავი აქვს ამისი, ვერც ამას ვხვდებით???
რუსეთში მოსკოვის ცენტრის იქით შიმშილია!!!
ეს რომ იცის პუტინმა და იმასაც რომ ხვდება, ჩვენი დასავლეთთან ინტეგრირების შემდეგ აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვისაც ბევრად უფრო მიმზიდველები გავხდებით, ვიდრე “დედა რუსეთი”, სწორედ ამიტომ გვიგდებს ამ ძვალს!!!
ასე რა მოგვშივდა, როგორ დავეცით და გავნადგურდით, რომ მოძალადის გამოხრულ ძვალს თუ რაც არის სინამდვილეში, სიხარულით და მადლიერებით ვიღებთ?!!!
აღარც ტვინი გვაქვს, არც სირცხვილი, არც სული?!!!
შვილებზე მაინც იფიქრეთ!
იმ შვილებზე, რომლებსაც კარგავთ!!!
მე იმ საქართველოში ვრჩები, რომელიც ჩემს გულშია, რომელიც მართლა ამაყია და რომელსაც შოთა, ვაჟა, მიხეილ ჯავახიშვილი მარტო სალაქლაქოდ არ უნდა!!!-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაში10 მთავარი გზავნილი პუტინის პრესკონფერენციიდან…
შემდეგი სტატიაავაკოვმა სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა… იაცენიუკი რიგში დგას…