ირინა სარიშვილი: “ხელისუფლების წევრთა ბოდვამ ზენიტს მიაღწია”

sarishvili“ხელისუფლების წევრთა ბოდვამ ზენიტს მიაღწია”-წერს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ჯერ იყო და დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა ამდენი წელია ხო აღარ დამთავრდა ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე გადაბრალება, აბსოლუტურად ყველაფრის!
ვინმეს ძარცვავენ, კლავენ, აწამებენ, ვერ აშენებენ, ანგრევენ, აგვიანებენ, ადრე გაკეთებულს მიწასთან ასწორებენ – ეს ყველაფერი ხო წინა ხელისუფლების ბრალია…
მოსმენითაც ხო ისევ წინა ხელისუფლება გვისმენს…
დამნაშავეებსაც წინა ხელისუფლება არ იჭერს…
ლარის კურსიც და ფასებიც ხო წინა ხელისუფლების ნამოქმედარია…
ეხლა უცხოეთსაც გადაწვდვნენ –
რასელი თურმე სააკაშვილმა მოისყიდა, თან ისე, რომ თვითონ რუსეთის აგენტია.
NDI და IRI-ს კვლევებიც ხომ სააკაშვილმა დაუკვეთა…
ხოდა ქოცმთავრობის ერთგულო მხარდამჭერებო:
შემოულაწუნეთ ერთი თქვენს მთავრობას, გაახსენეთ, თვითონ რომ არიან ხელისუფლებაში და არა ნაციონალური მოძრაობა, აბა ხელფასებს და პრემიებს ხო თვითონ იღებენ?  მისცენ მაშინ წინა ხელისუფლებას!
მოკლედ, უშველეთ რამე მათაც და საკუთარ თავებსაც, თორემ ცოტაც და “მიშა გადადექის” დაიძახებთ და უხერხულია სხვა თუ არაფერი.
ხალხი გიყურებთ თან არჩევნების წინ!

ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიოფიციალური ფხენიანი ბირთვული ტესტის შეჩერების პირობებს ასახელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა არის ის ზვიგენებთან მოთამაშე, ხეგლეჯია რუსი ოლიგარქი