ირინა სარიშვილი: “ბესპრედელმა” პარტიულობა და პოლიტიკა არ იცის

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 3, 2018 14:56

ირინა სარიშვილი:  “ბესპრედელმა” პარტიულობა და პოლიტიკა არ იცის

გუშინ საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი დააბნია. მეც, მათ შორის, რადგან არ ველოდი მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას, თორემ საბოლოო ჯამში რომ ყველაფერი პოლიტიკოსების ჩართვისკენ მიდიოდა, ეს ისედაც ცხადი იყო, რადგან პროკურორის გადადგომის, შემდეგ მთავრობის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნები პოლიტიკური მოთხოვნებია და ეს ბუნებრივად დადგა დღის წესრიგში, როდესაც ზაზა სარალიძეს და მის გვერდით მდგომებს ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი სისტემა დაგვიპირისპირდა, რის შედეგადაც ჩატარდა სასამართლო, დაიჭირეს მკვლელები და მათ შორის დათუნა სარალიძის მკვლელი არ არის, რადგან მას ჯერჯერობით ბოლომდე დაუდგენელი მიზეზებით ყველა სახელისუფლებო შტო ხელს აფარებს!

გაისმა მოწოდებები პოლიტიკური სპექტრის ერთიანობისკენ და პარტიებმა კონსულტაციები დაიწყეს, რამაც ათასგვარი მითქმა–მოთქმა გამოიწვია ხალხში და ეს აქაც აისახა, სოციალურ ქსელში. ვიღაცას ნაციონალური მოძრაობა არ მოსწონს, ვიღაცას, გაერთიანებული დემოკრატები, ვიღაცას ევროსაქები და ა.შ. ფაქტი კი ერთია, ასეთ ვითარებაში თუნდაც ამ მოთხოვნების გარშემო ერთად დგომის გარეშე არაფერი გამოვა! სრულიად გაუგებარია წინასწარ დუჟის ფრქვევა იმის მისამართით, ვინც არ გინდა, მაშინ როცა შენი დამოკიდებულება შეგიძლია არჩევნებში გამოხარო. მით უფრო გაუგებარია, რატომ უნდა იმოქმედოს ამან ზაზა სარალიძის და მისი ტრაგედიის მიმართ დამოკიდებულებაზე. კაცი ამდენი ხანია უდრეკად იბრძვის ელემენტარული რაღაცისთვის – დაისაჯოს მისი შვილის მკვლელი და ამისათვის მას მთელი დანაშაულებრივი სისტემა ებრძვის. ასეთ დროს კი რომელიმე პარტიის მიმართ სიმპათიის ან ანტიპათიის გამო მისი ამ მოთხოვნასთან მარტო დატოვება უზნეობაა და მეტი არაფერი! ხოლო მათ საყურადღებოდ, ვისაც სხვისი ჭირი დიდად არ აწუხებს და მზადაა საკუთარ შეხედულებებს სამართალი გადააყოლოს, ერთ რამეს ვიტყვი: კარგად დაფიქრდით, რა შეიძლება მოყვეს იმას თუ ეს მუხტი ჩაქრება და მკვლელი დაუსჯელი დარჩება, რაზეც მთელი ძალით მუშაობს სუსი, მათ შორის სოვიალურ ქსელშიც. ჩართულია შავი პიარის აპარატი და ზოგი ანგარებით, ზოგი უგუნურებით ათას საზიზღრობას წერს და ლაპარაკობს უკვე არა მხოლოდ პარტიებზე, არამედ ზაზა სარალიძეზე! კარგად დაფიქრდით, რადგან თუ ეს ხელისუფლებას გაუვიდა, ამ ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობას აუცილებლად ჯერ არნახული განუკითხაობა მოყვება და მერწმუნეთ, განუკითხაობამ, ე.წ. “ბესპრედელმა” პარტიულობა და პოლიტიკა არ იცის – ყველას ერთნაირად შეგვეხება! თუ გული არ გაქვთ, გონება ჩართეთ და ეგებ თქვენი შვილების მომავალზე მაინც დაფიქრდეთ!

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე მივდივარ დღეს 6 საათზე ზაზა სარალიძესთან როგორც დედა და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ! მე არც კენჭისყრას ვაპირებ და არც რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას – მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე – არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას. მოდით, პოლიტიკური სიმპათიები გვერდზე გადავდოთ და მაშინ დავიყოთ, როცა ხმა გვექნება მისაცემი რომელიმე პარტიისთვის. არ დავტოვოთ ზაზა მარტო, რადგან მისი დამარცხება ხვალ წარმოუდგენელი განუკითხაობის დასაწყისს ნიშნავს და მგონი ამას ყველა ვხვდებით!

მე ჩემი გითხარით!

ჩემი სოლიდარობა ზაზა სარალიძეს!-წერს ირინა სარიშვილი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 3, 2018 14:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,388
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics