ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი, არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდეს.

იმერლიშვილის თქმით, ნებისმიერ იურისტისთვის არის პატივი, რომ იყოს მოსამართლე, მითუმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

“პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა. უაღრესად დიდი პატივია, ნებისმიერი იურისტისთვის, როგორც საკონსტიტუციო, ასევე საერთო სასამართლოები. მოსამართლეობა იურისტისთვის არის ძალიან დიდი პატივი”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რაც უფრო სწრაფად მივეჩვევით, როგორ მოვიქცეთ, არ მოხდეს, რაც მოხდა კორცხელში, მით უფრო მალე შედგება სახელმწიფო”
შემდეგი სტატია(+ვიდეო) გოგა ხაჩიძემ უცნობი ახალგაზრდის დასახმარებლად პარლამენტში პერფორმანსი დადგა