ირინა იმერლიშვილი : იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შერყეული ნდობა ახალი მოსამართლეების მოსვლით აღდგება

დიდი იმედი მაქვს, რომ შერყეული ნდობა, რომელიც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ახალი მოსამართლეების მოსვლით აღდგება, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დანიშნულმა მოსამართლემ ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ე.წ. გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით კი, იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მოსამართლეები მხოლოდ სასამართლოს დარბაზებში ისაუბრებენ და არა – საჯაროდ.

“იმედი მაქვს, აღარ იქნება ტელევიზიით საუბარი მოსამართლეების, არამედ მოსამართლეები ისაუბრებენ მხოლოდ დარბაზებში გადაწყვეტილების მიღებისას”,-აღნიშნა იმერლიშვილმა.

ირინა იმელიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტმა საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს შეცვლიან.

პაპუაშვილი და ვარძელაშვილი პრეზიდენტის მიერ იყვნენ დანიშნული და უფლებასმოსლების ვადა ამოეწურათ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, ძლიერი და პრინციპული ადამიანები არიან
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ვაკანტურია