IRI-ს კვლევის შედეგების მიხედვით “ქართულ ოცნებას” 20%, “ნაციონალურ მოძრაობას” 19% დაუჭერდა მხარს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

IRI-ს სოციოლოგიური კვლევის რამდენიმე შედეგი მედიაში აქტიურად ვრცელდება. შეკითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 20% “ქართულ ოცნებას” ირჩევს, 19% “ნაციონალურ მოძრაობას”, 13% კი “თავისუფალ დემოკრატებს”.

შეკითხვაზე ვინ მოაგვარებდა პრობლემებს- გამოკითხულთა 15% თვლის, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, 13 % – “ქართული ოცნება”, 5% -“თავისუალი დემოკრატები”.

კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 55% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. კვლევა მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისს მოიცავს და მასში 1500 მდე ინტერვიუერმა მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია „პირველი რადიოს“ მოპოვებულია. პარტიათა ნაწილს კვლევის შედეგები ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუმა უკვე გააცნო დახურულ რეჟიმში. ოფიციალურად კი ის მომავლ კვირას გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაში”ქართული ოცნების” კანდიდატები გაიმარჯვებენ”
შემდეგი სტატიახვალ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება